საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა

საჯარო მმართველობის მიმართულებით სიღრმისეული რეფორმის განხორციელების მიზნით 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020, რომელიც ექვს მიმართულებას ეხება: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, მომსახურების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა. 

გზამკვლევით დადგენილი მიზნების განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა ორ წელიწადში ერთხელ ამტკიცებს საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ფარგლებში IDFI და GYLA ახორციელებენ საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებების მონიტორინგს.